შეხვედრა კომპანიების წარმომადგენლებთან

09.06.19

6 სექტემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.
გიორგი დონაძემ კომპანიების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციები მოისმინა პროექტების მიმდინარეობაზე, განიხილა ზოგიერთი მიმართულებით არსებული ხარვეზები და აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა სამუშაო ხარისხიანად და შესაბამისი ვადების დაცვით შესრულდეს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 40 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ხორციელდება გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, სპორტული ობიექტების მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა...