სოფ. ნიკორწმინდაში, საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება.

09.06.19

08 სექტემბერს სოფ. ნიკორწმინდაში, საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება.
დოღში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ჯილდოები და ფულადი პრიზები გადაეცემათ. ტურნირის საპრიზო ფონდი 2500 ლარს შეადგენს.
დოღზე დასწრების მსურველებს ავტობუსები მოემსახურება, რომლებიც 10:00 სთ-დან ამბროლაური-ნიკორწმინდის მიმართულებით გადაადგილდებიან.
შეჯიბრი 11:00 სთ-ზე დაიწყება.