ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უფასო კვლევები ჩატარდა

09.18.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უფასო გამოკვლევები ჩატარდება.
12 სექტემბერს, 10:00 საათიდან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ადგილობრივ მოსახლეობას მოწვეული ექიმები (ალერგოლოგი- ბიძინა კულუმბეკოვი; დერმატოლოგი - კოტე ცაგარეიშვილი; პულმონოლოგი - ელენე შეროზია) უფასო კვლევებს ჩაუტარებენ.
 ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვან ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. ამის პარალელურად პერიოდულად ადგილზე ტარდება სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო კლევები. მიმდინარე აქციაში მუნიციპალიტეტის ყველა თემია ჩართული და ჯამრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს შეუძლიათ მაღალპროფესიონალ ექიმთა ჯგუფის მომსახურებით ისარგებლონ" - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.