ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უფასო გამოკვლევები გრძელდება

09.18.19

13-14 სექტემბერს, 11:00 საათიდან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ა(ა)იპ ,,საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის“ ინიციატივით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი- ,,თერჯოლა მედის“ მხარდაჭერით, ადგილობრივ მოსახლეობას მოწვეული ექიმები ( პედიატრი, რადიოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, ქირურგი, ტრამვატოლოგი, სტომატოლოგი) უფასო კვლევებს ჩაუტარებენ.
 ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვან ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. ამის პარალელურად პერიოდულად ადგილზე ტარდება სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო კლევები. მიმდინარე აქციაში მუნიციპალიტეტის ყველა თემია ჩართული და ჯამრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს შეუძლიათ მაღალპროფესიონალ ექიმთა ჯგუფის მომსახურებით ისარგებლონ" - აღნიშნა ზვიად მხეიძე