ქალაქ ამბროლაურში ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

09.18.19

ქალაქ ამბროლაურში, ბრატისლავა- რაჭის ქუჩაზე, N8 ჩიხის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ და მოადგილემ ნიკოლოზ კენჭაძემ დაათვალიერეს;
 პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 29 348 ლარს შეადგენს;
გზების რეაბილიტაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. .