უფასო სამედიცინო კვლევები ამბოლაურის მუნიციპალიტეტში

09.18.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა...
12 სექტემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო კვლევები მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს;
სამედიცინო გამოკვლევები განხორციელდა შემდეგი მიმართულებით: ალერგოლოგია, დერმატოლოგია და პულმონოლოგია;
აქციის ფარგლებში შესაბამისი კონსულტაცია და კვლევა გაიარა 150-მდე პაციენტმა;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად ტარდება და ის მომავალშიც გაგრძელდება.