შეხვედრა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან

09.18.19

13 სექტემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე, იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.

 მერმა კომპანიების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციები მოისმინა პროექტების მიმდინარეობაზე, განიხილა ზოგიერთი მიმართულებით არსებული ხარვეზები და აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა სამუშაო ხარისხიანად და შესაბამისი ვადების დაცვით შესრულდეს.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 40 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ხორციელდება გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, სპორტული ობიექტების მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა...