უფასო სამედიცინო კვლევების აქცია

09.18.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება.
13-14 სექტემბერს, ა(ა)იპ ,,საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის“ ინიციატივით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი - ,,თერჯოლა მედის“ მხარდაჭერით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო კვლევები ტარდება შემდეგი მიმართულებით: პედიატრია, რადიოლოგია, კარდიოლოგია, ექოსკოპია, ქირურგია, ტრამვატოლოგია, სტომატოლოგია.
მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი- ,,თერჯოლა მედის“ მედიკოსთა ჯგუფი ახორციელებს.
 დღეს, აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად ტარდება და ის მომავალშიც გაგრძელდება.