კლინიკა კურაციოს სპეციალისტები უფასო გასინჯვების აქციას გამართავენ

09.18.19

 18,19,20 სექტემბერს, ამბროლაურის საავადმყოფოში, კლინიკა კურაციოს სპეციალისტები უფასო გასინჯვების აქციას გამართავენ.

კურაციო წარმოდგენილი იქნება შემდეგი ექიმებით:
პედიატრი
ორთოპედი
ენდოკრინოლოგი
დერმატოლოგი
ბავშვთა ნევროლოგი
ოტო-რინო-ლარინგოლოგი
ოფთალმოლოგი
ალერგოლოგი
ექოსკოპისტი

აგრეთვე, 19 სექტემბერს, 18:00სთ-ზე, პედაგოგებისთვის და მშობლებისთვის ექიმები გააკეთებენ მოხსენებას შემდეგ თემებზე: კვების ასპექტები ბავშვებში და პედიატრის ზოგადი რეკომენდაციები, მშობლის კონსულტირება, მწვავე რესპირაციული ინფექციები.
შეხვედრა იქნება ინტერაქტიული ხასიათის და წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა ენდოკრინოლოგი გასინჯვებს ჩაატარებს 18 სექტემბერს.

პროექტი Fair Trees Foundatoon-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.