სასწავლო წლის დაწყების მილოცვა

09.18.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს.
,, დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკლასელთათვის, მე მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ყოველთვის გამოირჩევიან მაღალი შედეგებით და დარწმუნებული ვარ ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალია“ - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწავლო წლის დაწყება საბავშვო ბაღების პედაგოგებსა და აღსაზრდელებსაც მიულოცეს.