ინიციატივა ქუჩის სახელდების შესახებ

11.26.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმოებაშია ინიციატივა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლევში გეოგრაფიული ობიექტისთვის - ქუჩისთვის დავით კირვალიძის სახელის მინიჭების შესახებ“ (საკრებულოში რეგ. N119, 12.11.2019წ). ინიციატივა დარეგისტრირდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ველევის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატის დავით გოგსაძის მიერ. დაინტერესებულ პირებს ინიციატივის თაობაზე საკუთარი მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (საკრებულოს აპარატი - ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ. N11, საკონტაქტო პირი რობიზონ ჭელიძე - საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საკრებულოს აპარატის უფროსი, ტელ: 599 22 37 90) გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში.