პროექტ GRETA -ს პრეზენტაცია ამბროლაურში

02.05.20

15 იანვარს, ამბროლაურში, პროექტ GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა-პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით ხორციელდება,რომლის ფარგლებში ზემო სვანეთში, რაჭა -ლეჩხუმში და ზემო იმერეთში 6,8 მილიონი ევრო დაიხარჯება.
პროექტი ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას და ზრდის ბენეფიციართა შემოსავალს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორებში ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ავითარებს საქართველოს მთავრობის სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებს და ეხმარება ქართველ მცირე და საშუალო მეწარმეებს პროფესიონალური დონის მიღწევასა და საქმიანობის გაფართოებაში.
პროექტ GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნრობის-პრეზენტაციას რაჭა - ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მზეიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.