სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

02.05.20

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება.
 რეგიონებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელ პროექტებს თავად მოსახლეობა შეარჩევს.
 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტების სოფლებში 10 ათასიდან 16 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებებზე შეირჩევა.
 პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები მოიცავს - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას; ნაპირსამაგრ სამუშაოებს; გზების და ხიდების მოწესრიგებას; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობას და სხვა….
 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2020 წლის 31 იანვრიდან 12