დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და ა(ა)იპ ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ეკატერინე კიბაბიძე ნიკორწმინდისა და ჭელიაღელის საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ.
მუნიციპალიტეტის მერი აღმზრდელ-პედაგოგებთან ერთად ბაღებში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო და არსებული სამუშაო პირობებით, გათბობით, სანიტარული ნორმების დაცვით და სხვა საკითხებით დაინტერესდა.