მერიაში სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

02.05.20

31 იანვარს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე, მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და განყოფილების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე კახიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, თამარ გოგოლაძე უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და მისი, როგორც ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ისაუბრეს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებლისა და შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია დასავლური ინტეგრაცის პროცესის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და აღნიშნულ პროცესებში მოქალაქეების მეტი ჩართულობა.