მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

02.06.20

05 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ქვათაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე და სოფლის მეურნეობის სააგანტოს წარმომადგენლები ქვიშარის, ქვედა და ზედა ჭყვიშის, ჭრებალოს, პირველი და მეორე ტოლის, დიდი და პატარა ჩორჯოს, გენდუშის, ზემო და ქვემო ჟოშხის და ქვედა შავრის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს აცნობენ და მათთან ერთად სოფლებში არსებულ პრობლემებს განიხილავდნენ.
აღნიშნულ სოფლებში პრიორიტეტად განისაზღვრა:
პატარა ჩორჯო და ქვედა შავრა- გზების რეაბილიტაცია;
ჭრებალო- სკოლმდელი სააღმზრდელო დაწესებულების ტერიტორიის მოწყობა და შესაბამისი ინვენტარის შეძენა;
ქვედა ჟოშხა- სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
გენდუში- გარე განათების დასრულება და ცხაურების მოწყობა;
ზემო ჟოშხა, დიდი ჩორჯო, ქვიშარი, ქვედა და ზედა ჭყვიში, პირველი და მეორე ტოლა- გარე განათების მოწყობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2020 წლის 31 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და ყველა სოფელს მოიცავს.