მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

02.10.20

06 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე, სოფლის მეურნეობის სააგანტოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები გორისუბნის, ქედისუბნის, ჯვარისის, მოტყიარის, ზნაკვის, საკეციის, აბანოეთის, ბუგეულისა და ბარეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს აცნობენ და მათთან ერთად სოფლებში არსებულ პრობლემებს განიხილავდნენ.
სოფელ მოტყიარში პრიორიტეტად განისაზღვრა სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, დანარჩენ სოფლებში კი უპირატესობა გარე განათების მოწყობას მიენიჭა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2020 წლის 31 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და ყველა სოფელს მოიცავს.