მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

02.10.20

07 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე და სოფლის მეურნეობის სააგანტოს წარმომადგენლები ძირაგეულის, კვაცხუთის, ხიმშის, წესის, მუხლის, ბოსტანის, ღვიარისა და კლდისუბნის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს აცნობენ და მათთან ერთად სოფლებში არსებულ პრობლემებს განიხილავდნენ.
სოფელ მუხლში და ღვიარში პრიორიტეტად განისაზღვრა სასოფლო გზების რეაბილიტაცია; სოფელ ბოსტანაში და ძირაგეულში სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფელ კლდისუბანში ე/წ წითელი ხიდის რეაბილიტაცია და გარე განათება, დანარჩენ სოფლებში კი უპირატესობა გარე განათების მოწყობას მიენიჭა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2020 წლის 31 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და ყველა სოფელს მოიცავს