მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

02.10.20

10 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე, სოფლის მეურნეობის სააგანტოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლიხეთის, აბარის, ურავის, ფუტიეთის, შუა და ზემო სხვავის, ქვემო კრიხის, შუა კრიხისა და ზემო კრიხის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს აცნობენ და მათთან ერთად სოფლებში არსებულ პრობლემებს განიხილავენ.
სოფელ აბარში წყლის სათავე ნაგებობამდე მისასვლელი ხიდბოგირებისა და წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია პრიორიტეტად განისაზღვრა; ქვემო და შუა კრიხში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია; ზემო კრიხში გარე განათების დასრულება და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია. ხოლო დანარჩენ სოფლებში უპირატესობა გარე განათების მოწყობას მიენიჭა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2020 წლის 31 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და ყველა სოფელს მოიცავს.