ამბროლაურში ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი" გაიმართა

02.12.20

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ამბროლაურის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში გაიმართა და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებას რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
„ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ლიხეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, ნიკოლოზ მელაშვილს მიენიჭა, იგი საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
ზვიად მხეიძემ პროექტ ,,ეტალონის“ მონაწილეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი ახალგაზრდები მუდმივად გამოირჩევიან სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსებში მიღებული მაღალი შედეგებით.
„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.