ოფ.კვაცხუთში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა

02.13.20

13 თებერვალს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.კვაცხუთში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. დამწვარია სახლის ძირითადი ნაწილი.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ამბროლაურის სახანძრო- სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, თუმცა, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაზარალებულ ოჯახს მხარის რწმუნებული-არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე შეხვდნენ, ბინის ქირით უზრუნველყოფა და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დახმარება შესთავაზეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ხანძრით დაზარალებულ, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებს გაეწევა დახმარება 10 000 ლარამდე ოდენობით.