სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

02.13.20

12 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე და სოფლის მეურნეობის სააგანტოს წარმომადგენლები კაჩაეთის, ქვედა და ზედა თლუღის, ჭელიაღელის, აგარისა და უყეშის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს აცნობენ და მათთან ერთად სოფლებში არსებულ პრობლემებს განიხილავენ.
სოფელ ზედა თლუღში გზებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია პრიორიტეტად განისაზღვრა; ქვედა თლუღში წისქვილის რეაბილიტაცია და გარე განათება; უყეშში გარე განათება და სანიაღვრე არხის მოწყობა, ხოლო დანარჩენ სოფლებში უპირატესობა გარე განათების მოწყობას მიენიჭა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.