მერმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

02.26.20

 დღეს, ამბროლაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს 78-ე სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ 2019 წელს განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.
მერმა იმ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის, კულტურის, განათლების, სპორტის მიმართულებით განხორციელდა.
 მერის ანგარიში ვრცლად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე - ambrolauri.gov.ge განთავსდება