რეგიონული კონფერენცია ამბროლაურში

02.27.20

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა ამბროლაურში ჩატარდა.
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას რეგიონებში გამართული შეხვედრები შეაჯამა და სახელმწიფო პროექტებში ფერმერების ინფორმირებისათვის თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, მოადგილე გიორგი გონაძე, მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და რეგიონში შემავალი სხვა მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი და სხვა დაინტერესებული პირები, სადაც სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.
გაიმართა დისკუსიაც, იმ გამოწვევების შესახებ რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.
შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.