ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს 3 მარტი მიულოცეს

03.04.20

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ 3 მარტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცეს.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედის დღესთან დაკავშირებით ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები რამდენიმე მრავალშვილიან დედას პირადად გადასცეს.
"დღეს განსაკუთრებული დღეა, მინდა ყველა დედას მივულოცო ეს დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და შვილების ბედნიერება“- აღნიშნა გიორგი დონაძემ.