ქ.ამბროლაურში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე დაიწყო სპორტული დარბაზის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

03.30.20

11 მარტს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს ადგილზე გაეცნენ.
ქ.ამბროლაურში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე დაიწყო სპორტული დარბაზის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, პარალელურად მერაბ კოსტავას ქუჩაზე მიმდინარეობს ღია სპორტული მოედნის განახლება.
სახელშეკრულებო ღირებულება 448 550 ლარს შეადგენს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთერთი პრიორიტეტია.