პროდუქტი, რომელიც მიმდინარე პერიოდში პატარებისთვის საბავშვო ბაღებში იყო გათვალისწინებული, ბავშვების ოჯახებს პირადად გადაეცათ

03.30.20

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საგანგებოდ შექმნილ მოხალისეთა ჯგუფთან და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ოჯახებში ეწვია და მათ სასურსათო პაკეტები გადასცა.
პროდუქტი, რომელიც მიმდინარე პერიოდში პატარებისთვის საბავშვო ბაღებში იყო გათვალისწინებული, ბავშვების ოჯახებს პირადად გადაეცათ.
COVID-19-თან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება რომელშიც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ.
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად სრულდება ყველა ის მითითება, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიიღება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები თითოეული ოჯახი თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს არ ჰქონდეთ საკვებისა თუ პირველადი მოხმარების საშუალებების პრობლემა. ამჯერად ვესტუმრეთ საბავშო ბავშვების აღსაზრდელთა ოჯახებს და პირადად გადავეცით სასურსათე პაკეტები. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება, რათა ამ რთულ პერიოდს გაუმკლავდეთ. ამისთვის საჭიროა თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება“- აღნიშნა ზვიად მხეიძემ.