ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე სასურსათო პაკეტების გადაცემა დასრულდა

03.30.20

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე სასურსათო პაკეტების გადაცემა დასრულდა.
 მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, წითელი ჯვრის საზოგადოების ამბროლაურის ფილიალის წარმომადგენლებთან, საგანგებოდ შექმნილ მოხალისეთა ჯგუფთან და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, პროდუქტი, რომელიც მიმდინარე პერიოდში პატარებისთვის საბავშვო ბაღებში იყო გათვალისწინებული, ბავშვების ოჯახებს პირადად გადასცა.