ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა

04.08.20

რაჭა-ლეჩხუმასა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად გრძელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა.
აღნიშნული ახალი COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა და მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების, პრობლემური საკითხების და რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.
დღეს შემოვლა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში:აგარა, ზედა შავრა, თხმორი, ცახი, გოგოლათი, ზედა ღვარდია, აბანოეთი, ბარეულსა და გორისუბანში განხორციელდა.