სოფელ ჭრებალოში შიდა საუბნო გზის ასფალტირება ხორციელდება

04.15.20

კორონავირუსის მიუხედავად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად გრძელდება.
დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჭრებალოში მიმდინარე შიდა საუბნო გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა.
გიორგი დონაძემ პირადად შეამოწმა ობიექტზე არსებული მდგომარეობა და კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტულად მშენებლობისთვის გაწერილი რეკომენდაციები.

 სოფელ ჭრებალოში შიდა საუბნო გზის ასფალტირება ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 799 998 ლარს შეადგენს