ქალაქ ამბროლაურში მდინარე კრიხულაზე დამცავი კედლის მშენებლობისა და ღია სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

04.15.20

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ და მერის პირველა მოადგილემ გიორგი დონაძემ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ინფრატრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს.
ხელმძღვანელებმა პირადად შეამოწმეს ქალაქ ამბროლაურში მდინარე კრიხულაზე დამცავი კედლის მშენებლობისა და ღია სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კორონავირუსის მიუხედავად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად გრძელდება.