ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის პროცესი გრძელდება

05.08.20

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის პროცესი გრძელდება.
აღნიშნული თერმოსკრინინგი ახალი COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა;
ოჯახების კარდაკარ შემოვლით სწავლობენ მოსახლეობის საჭიროებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც მიზნად ისახავს რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას;
დღეის მდგომარეობით გამოკვლეულია 4984 ადამიანი. არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირებია.
დღეს შემოვლა განხორციელდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ურავი, ჭელიაღელე, ზნაკვასა და მოტყიარში.