,,გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“, – ამბროლაურში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

05.08.20

,,გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“, – ამბროლაურში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გუნდი შეუერთდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან ერთად, აღნიშნულ აქციაში ჩაერთვება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყველა ადგილობრივი საოლქო ორგანიზაცია.
ამბროლაურში, უანგარო დონაციის აქციაზე სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მოადგილეებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი იმყოფებოდნენ.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარტიის წევრებმა, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა.
აქცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, “ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა” განახორციელა.