ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის პროცესი გრძელდება;

05.08.20

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის პროცესი გრძელდება;
აღნიშნული თერმოსკრინინგი ახალი COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა;
ოჯახების კარდაკარ შემოვლით სწავლობენ მოსახლეობის საჭიროებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც მიზნად ისახავს რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას;
დღეის მდგომარეობით გამოკვლეულია 8209 ადამიანი. არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირებია.
დღეს შემოვლა განხორციელდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: მეორე ტოლა, ღადიში, ხიმში, ბაჯი, კლდისუბანი, აბარსა და ჭყვიშში.