მბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, 100 წლის ვეტერანს- ნინა მაცაბერიძეს პირადად ესტუმრნენ და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

05.15.20

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, 100 წლის ვეტერანს- ნინა მაცაბერიძეს პირადად ესტუმრნენ და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის თითოეულ მონაწილეს 200 ლარი გადაეცა.

ხელმძღვანელებმა დღევანდელი დღე, პატივისცემით მიულოცეს ჩვენს მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ვეტერანს. უსურვეს მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.