ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახს ეწვია და მათ სასურსათო პაკეტები პირადად გადასცა;
აქცია, მომავალშიც გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებს პროდუქტსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემს.