ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა;
დღეს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ინფრატრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს;
მერის პირველმა მოადგილემ პირადად შეამოწმა სოფელ ბუგეულში, დვლების უბანში წყლის შიდა ქსელისა და სოფელ ჭრებალოში შიდა საუბნო გზის ასფალტირების სარეაბილიტაციო სამუშაოები.