სოფელ კრიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

06.18.20

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ, სოფელ კრიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო;
აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ასფალტის საფარი, გზის დამცავი ბარიერი და კედელი;
სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ამბროლაურის ავტოგზა 10“ ახორციელებს;
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 480 000 ლარს შეადგენს.