ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ა(ა)იპ „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებული სწავლება-ტრენინგი ჩატარდა

06.18.20

18 ივნისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ა(ა)იპ „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებული სწავლება-ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ;
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა მალხაზ უჯარაშვილმა ტრენინგი ქონების მართვის ელექტრონული პროგრამა eproperty.ge-ს ფარგლებში ჩაატარა;
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საფინანსო და ქონების სამსახურების ხელშეწყობა, აქტივების აღრიცხვასა და მართვაში;
ფინანსისტთა ასოციაციის და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა სამომავლო გეგმები დასახეს, რომელიც ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას მოიცავს.