დაგეგმე შენი ბიუჯეტი

07.03.20

 03 ივლისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცენტრის მკვლევარები ლაშა გოცირიძე, პაპუნა პეტრიაშვილი და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Usaid-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პროექტი "დაგეგმე შენი ბიუჯეტი" ხორციელდება, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ პროექტები ონლაინ ან მერის წარმომადგენლის მეშვეობით. პროექტი, რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ ხმას, დაფინანსებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან მიიღებს.

პროექტების მიღება სრულდება 2020 წლის 31 ივლისის დღის ბოლოს. პროექტის წარმოსადგენად უნდა შეხვიდეთ მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.ambrolauri.gov.ge და პროექტები და პროგრამების განყოფილებაში დააჭიროთ “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ლინკს და შეავსოთ ფორმა.

წარმოსადგენი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს 3 ძირითად კრიტერიუმს:
1) პროექტი უნდა განხორციელდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
2) პროექტის სავარაუდო ღირებულებაა არაუმეტეს 50 000 ლარი;
3) შემოთავაზებული უნდა იყოს გზის, ქუჩის მოწესრიგება, დასუფთავების საკითხების მოგვარება, სარიტუალო სახლები და აღჭურვა, სასაფლაოების კეთილმოწყობა, ქუჩის განათება, სანიაღვრეების მოწესრიგება, პარკის,სკვერის გაშენება-მოწესრიგება, სპორტული მოედნების მოწესრიგება, გაკეთება, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა და სხვა მსგავსი ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტი.

კენჭისყრა ჩატარდება 16 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით. გაიმარჯვებს ის პროექტი, რომელიც მოაგროვებს ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას.