გაცნობებთ, რომ „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ განახლებული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად გთავაზობთ 20 დღიან, სრულიად უფასო, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას ქვემოთ ჩამოთვლილ სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგიის მქონე შემდეგ მოწყვლად ჯგუფებზე:
მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
იმ ოჯახის წევრები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები;
სსიპ–ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
„მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაოებზე დასაქმებული პირები, რომლებსაც სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკის გამო აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადებები;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს.
ტელ. 599-22-68-03