ქ. ამბროლაურში კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 1 320 000 ლარს შეადგენს.
ქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს.