ამბროლაურში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხორციელდება

09.21.20

ქ. ამბროლაურში ღია სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

პროექტის ღირებულება 491 882 ლარს შეადგენს.

,, აღნიშნული პროექტი მოიცავს სამი სპორტული ნაგებობის რეაბილიტაციას. სპორტის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება და პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.