ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წესი-ურავის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

09.24.20

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, წესი-ურავის საავტომობილო გზის, 14 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად ხორციელდება ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება, 7 ხიდის რეაბილიტაცია, წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების მოწყობა, ავტობუსების გაჩერებების მოწესრიგება და სხვა.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 19 671 177 ლარია.

წესი-ურავის საავტომობილო გზა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მონაკვეთს წარმოადგენდა. პროექტის დასრულების შემდეგ ლიხეთის თემში შემავალი სოფლები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ასფალტირებული გზით ისარგებლებენ.