ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წყალსადენების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

09.24.20

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. კვაცხუთსა და სოფ. ჭელიაღელეში წყალსადენი სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა.

აღნიშნული პროექტების ღირებულება 359 000-მდე ლარს შეადგენს.

წყალსადენი ქსელების მოწესრიგება და სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ამ მიმართულებით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა პრობლემურ სოფელს მოიცავს.