ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საკადასტრო აგეგმვითი–აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს

10.16.20

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, საბიუჯეტო სახსრებით, საკადასტრო აგეგმვითი–აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ერთად, საპილოტე პროექტი დეტალურად განიხილა.

იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის №562 ბრძანების საფუძველზე სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად 7 მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალია შერჩეული, სადაც, საბიუჯეტო სახსრებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმ. ერთეულები;

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმ. ერთეულები;

ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება.

საველე სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის პირველ ეტაპზე ხვანჭკარაში საჯარო გამოცხადებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყო, სადაც დაინტერესებული მოქალაქეები მიწის ნაკვეთების, უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და უფლებამოსილი პირების შესახებ საარქივო მონაცემებს ეცნობოდნენ და განაცხადებს ავსებდნენ. მომდევნო კვირიდან საკადასტრო სამუშაოები ამბროლაურის კიდევ ერთ ადმინმისტრაციულ ერთეულში- ჭრებალოში დაიწყება და საველე ეტაპი თვის ბოლოს ორივე დასახლებაში დასრულდება.