რაჭაში აქტიური რთველი მიმდინარეობს

10.16.20

15 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 2000 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთულია გადამუშავებული.

ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ჩასაბარებელი მოსავალს ამპელოგრაფები უწევენ მონიტორინგს.

,,წელს, რაჭაში, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან. 1კგ ხარისხიანი ყურძნის ფასი 7 ლარს შეადგენს. იმისთვის, რომ მოსახლეობამ მოსავალი მაქსიმალურად შეუფერხებლად დააბინავოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩამბარებელი 20 პუნქტია გახსნილი. ასევე, ქ. ამბროლაურში ფუნქციონირებს რთველის საკოორდინაციო შტაბი.

ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.