სამუშაო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

12.03.20

30 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

 თათბირზე სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს და ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

მერმა წარმომადგენლებს მოსახლეობის მიმართვებზე სწრაფი რეაგირება და მათთვის მერიაში მოქმედ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავალა. გარდა ამისა, განიხილეს სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ის სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხორციელდება.

 ,,თქვენ ხართ ერთ-ერთი მთავარი მაკავშირებელი რგოლი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის აქტიურობა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში უშუალო ჩართულობა. დღეს, როცა ქვეყანაში ასეთი რთული ვითარებაა, მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი გვერდში დგომა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება. გთხოვთ ყურადღება გაამახვილოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებზე, მარტოხელა მოხუცებზე...გულთან მივიტანოთ თითოეული მათგანის პრობლემა და ვიზრუნოთ მის აღმოსაფხვრელად " - მიმართა ზვიად მხეიძემ მერის წარმომადგენლებს.