,,სიკეთის თვეები რაჭაში" დაიწყო...

12.03.20

,,სიკეთის თვეები რაჭაში" დაიწყო...

 დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ, ამბროლაურში მცხოვრებ, სხვადასხვა საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

აქციის ფარგლებში, ყველაზე მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოხუცებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, ბავშვებს, შშმ პირებს და საჭიროების მქონე სხვა ოჯახებს სასურსათე პაკეტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცემათ.

 აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც საჯარო, ისე კერძო კომპანიებს, მაღაზიებს, აფთიაქებს და იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ წინასაახალწლო პერიოდი გაულამაზონ სხვა ადამიანებს.

აქცია უფრო მეტად ეფექტური იქნება, თუ შევძლებთ და ყველა ჩვენგანი გავერთიანდებით.

გავულამაზოთ ერთმანეთს დღეები!

ერთად უფრო მეტს შევძლებთ!

#სიკეთისთვეებირაჭაში