ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

02.03.21

ქ. ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.

პროექტი გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, გამწვანებას, სანიაღვრე სისტემისა და განათების მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა დამატებით სამუშაოებს ითვალისწინებს.

ბრატისლავა-რაჭის ქუჩის კეთილმოწყობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ღირებულება პირველ ეტაპზე 2 100 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება.